დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - საქართველომ სამართლებრივი დავა სტრასბურგის სასამართლოში მოიგო და გამარჯვებით დაასრულა
ავტორი:
2014/ივლისი/03 14:30:04
საქართველომ ეს სამართლებრივი დავა სტრასბურგის სასამართლოში მოიგო და გამარჯვებით დაასრულა, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებას.
"სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა მაშინ დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. საქართველომ ეს სამართლებრივი დავა სტრასბურგის სასამართლოში მოიგო და გამარჯვებით დაასრულა. ევროპელმა მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ მაშინ რუსეთში ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების დაკავების, დაპატიმრების და მასობრივი გამოძევების, რაც იყო ადმინისტრაციული პრაქტიკა მაშინდელ რუსეთში ეთნიკურად ქართველი ადამიანების წინააღმდეგ. პრაქტიკულად გამოვიდა საკმაოდ მნიშვნელოვანი, მომავალი დავებისთვის ჩვენთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შემცველი გადაწყვეტილება, რაც არის იმ ეთნიკურად ქართველების გამარჯვება, რომლებიც 2006 წელში გახდნენ რუსეთში მოცემული დარღვევების მსხვერპლნი",- განაცხადა წულუკიანმა.
საქართველომ პირველის სახელმწიფოთაშორისო სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ მოიგო. საქმე ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების შევიწროებასა და მათ მასობრივ დეპორტაციას.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილია 130-მდე ქართველის ინდივიდუალური შემთხვევა. 2009 წლის 15 დეკემბერს საქმის განმხილველმა პალატამ, საჩივრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე განსახილველად გადასცა სასამართლოს დიდ პალატას, სადაც 2011 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლამდე, დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე, მოწმეთა დაკითხვა გაიმართა. საქმეზე ბოლო საჯარო სხდომა სტრასბურგის სასამართლოში 2012 წლის 13 ივნისს შედგა და პროცედურა დაიხურა. სხდომის შემდგომ თათბირზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თუმცა სათათბირო საიდუმლოების პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების შინაარსი ამ დრომდე უცნობი იყო.

PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 948
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია