დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
“ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას 13 დეკემბრიდან იწყებს
ავტორი:
2017/დეკემბერი/10 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/nacebimimartva.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467804-nacionaluri-modzraoba-mikheil-saakashvilis-devnis-shetsyvetis-mothkhovnith-khelmotserebis-shegrovebas-13-dekembridan-itsyebs.html", "headline": "“ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას 13 დეკე...", "datePublished": "2017-12-10 09:34:12", "dateModified": "2017-12-10 09:34:12", "description": "“ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას 13 დეკე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/nacebimimartva.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას 13 დეკემბრიდან იწყებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა, პეტიციაზე ხელმოწერის შესაძლებლობა ადამიანებს ექნებათ, როგორც ინტერნეტის, ასევე ნაბეჭდი ფორმის მეშვეობით: ქუჩაში, სავაჭრო ცენტრებში და თავშეყრის სხვა ადგილებში.
გოცირიძის თქმით, ხელმოწერები პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია, რომელსაც კარგი საერთაშორისო რეზონანსი აქვს.
”ხელმოწერები, პეტიციები ხშირად სამართლებრივ დატვირთვასაც იძენს. ხელისუფლებები იძულებულნი არიან მათზე რეაგირება მოახდინონ. ეს პოლიტიკურ პროცესსაც სძენს დინამიკას. ხელმოწერას აქვს ძალა. საქართველოში 200 ათას ადამიანს რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირებაც კი შეუძლია. ხელმოწერებს საკითხისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამახვილების გარდა, მომხრეების კონსოლიდაციის ფუნქციაც აკისრია. თუნდაც პარტიის გუშინდელი განცხადება ავიღოთ: - არ დარჩენილა უკრაინაში არც ერთი სერიოზული გამოცემა, რომ იგი არ გაევრცელებინა. ძირითადი აქცენტი ხელმოწერების შეგროვებაზე კეთდებოდა. ასევე იყო მსოფლიო მედიაში მისი გაშუქებისას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გამოვიყენებთ პროტესტის სხვა კანონიერ, ყველაზე რადიკალურ ფორმებსაც. ჩვენი შემდგომი ქმედებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოვლენები უკრაინაში, რა ნაბიჯებს გადადგამენ იქაური და აქაური ოლიგარქიული ხელისუფლებები. ხელმოწერების შეგროვებას მომავალი კვირიდან ვიწყებთ. პეტიციაზე ხელმოწერის შესაძლებლობა ადამიანებს ექნება, როგორც ინტერნეტის, ასევე ნაბეჭდი ფორმის მეშვეობით: ქუჩაში, სავაჭრო ცენტრებში, თავშეყრის სხვა ადგილებში. პარლამენტი, ქუჩა, მედია, საერთაშორისო აქტივობა პოლიტიკური ბრძოლის ფორმებია და არცერთზე ვიტყვით უარს”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” რომან გოცირიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია