დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია - აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება და პასუხი გაეცეს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებას აქვს
ავტორი:
2014/აგვისტო/08 12:30:02
აგვისტოს ომთან დაკავშირებით აუცილებელია გამოძიება ჩატარდეს და პასუხი გაეცეს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებას აქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა , დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით ნარმანიამ თბილისის მერიის სამსახურების უფროსებთან და გამგებლებთან ერთად მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მაიგო. როგორც ნარმანიამ განაცხადა, სათანადო პასუხი უნდა გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში ამ მიმართულებით არსებობს.
"ძალიან მძიმე მოსაგონარია ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, ჩვენი ბიჭების სისხლი დაიღვარა, დაიღვარა იმ ადამიანების სისხლი, ვინც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყნის ერთიანობა შეენარჩუნებინა. ძალიან მძიმე და ამაზე უფრო რთული არის ის თუ რა მოხდა და როგორ მოხდა ეს ყველაფერი და რა იყო ამის საფუძველი და საბაბი. ყველაფერი უნდა იქნეს გამოძიებული, გამოკვლეული და სათანადო პასუხი უნდა გაეცეს იმ კითხვებს, რომელიც წლების განმავლობაში აქვს საზოგადოებას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, თითოეული ამ ბიჭის სიცოცხლე არის ძვირფასი ქვეყნისთვის.
"მე და ჩემი გუნდი ამოვედით იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ამ ბიჭების სახელის ხსოვნას და იმ ოჯახის წევრებს მოვეფეროთ, რომელთაც თავიანთი ლამაზი შვილები დაკარგეს. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა შვილები, რომლებიც ძვირფასი იყო ჩვენთვის, თოთოეული მათგანის სიცოცხლე ჩვენთვის ასევე ძალიან ძვირფასია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია