დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი გარდაბნის მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2013/სექტემბერი/28 15:30:03
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დღეს გარდაბნის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ესწრებოდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა გარდაბნის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის წინაშე დგას.
"ეს პრობლემები ათწლეულობით არის დაგროვილი. ჩვენ ვსაუბრობდით იმის თაობაზე, რომ გავაგრძელოთ ხელისუფლების, მთავრობის ის კურსი, რომელიც აქამდეა აღებული, რომლის მიზანიც არის ყველა ამ პრობლემატიკის გადაჭრა. ბუნებრივია, საზოგადოება ხედავს ჩვენს სურვილებსა და ჩვენს ერთგულებას მისდამი, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გაიმართოს წელში. ბუნებრივია, მათ უნდათ რაც შეიძლება მალე და სწრაფად ამ პრობლემების გადაჭრა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ ყველაფერს სჭირდება დრო", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ის არ პირდება მოსახლეობას, რომ ყველა პრობლემა უაღრესად სწრაფად გადაწყდება.
"ოცი წლის განმავლობაში მიტოვებული რეგიონების პრობლემები რომ გადაიჭრას, ამისათვის გვჭირდება ძალიან ძლიერი მანდატი საზოგადოებისგან. ჩვენ ამ მანდატს ავიღებთ და გავაგრძელებთ იმ კურსს, რომელიც დავიწყეთ შარშან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია დასრულდება.
"პრეზიდენტის სასახლიდან იმართებოდა ფაქტობრივად, სამთავრობო პოლიტიკის საბოტაჟი. ეს ხორციელდებოდა საკანონმდებლო ინიციატივების დაბლოკვაში, ეს ხორციელდება იმ ადამიანების გამოშვებაში და მერე ძალიან მაღალ თანამდებობებზე დანიშვნაში, რომელსაც სასამართლომ მიუსაჯა რომ დამნაშავეები არიან, ეს ხორციელდებოდა ელჩების არდანიშვნაში და მსგავს ქმედებებში, რომლებიც უაღრესად გვიშლიდა ხელს, რომ ის სიკეთე, რომელსაც ქმნიდა მთავრობა, მიგვეტანა თითოეულ ადამიანამდე. ეს პროცესი 27-ში დამთავრდება. საქართველოს პრეზიდენტი და მთელი მთავრობა იმუშავებს ერთი მიზნით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ემსახუროს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გარდაბნის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია