დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მერაბ ტურავა - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო "პატარა სტრასბურგი" უნდა გახდეს
ავტორი:
2014/დეკემბერი/15 14:00:02
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო "პატარა სტრასბურგი" უნდა გახდეს, რომელიც იქნება ერთგვარი ფილტრი, დამაკავშირებელი რგოლი საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შორის, - საკონსტიტუციო სასამართლოს ამგვარი რეფორმირების აუცილებლობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ ტურავა საუბრობს.
ტურავას აზრით, უნდა შეიქმნას მოდელი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლო არა მხოლოდ საკანონმდებლო ნორმის კონსტიტუციურობის შემმოწმებელი იქნება, არამედ მისი მეშვეობით მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, უფლებების დარღვევის შემთხვევაში, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.
"თუკი საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს სახით პატარა სტრასბურგი შეიქმნება, ეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივრების რაოდენობას შეამცირებს და მოქალაქეებს იმის საშუალებას მისცემს, გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში არ ელოდონ. ეს იქნება სისტემა რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უფრო ეფექტიანი იქნება", - განაცხადა მერაბ ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების თაობაზე საკუთარი ხედვები ტურავამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გააცნო, სადაც მას მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს.
მერაბ ტურავას ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.










წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 989
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია