დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - სასულიერო და პოლიტიკურ ლიდერთა ერთობლივი ძალისხმევა ევროინტეგრაციის პროცესს ახალ იმპულსს შესძენს
ავტორი:
2014/მარტი/05 18:30:02
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, შტეფან ფულეს საქართველოში ვიზიტის გამო მოხარულია , - ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
"მასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, თანმიმდევრულად აფართოებს თანამშრომლობას, რაც ახლო მომავალში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, საბოლოოდ კი, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციით უნდა დასრულდეს.
უმნიშვნელოვანესი იყო აგრეთვე ბატონი ფულეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლთან, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრა.
ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საუბრისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, საქართველო თავისი ტრადიციებითა და ფასეულობებით ბუნებრივად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეკლესია მხარს უჭერს და ყოველთვის ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ადამიანის თავისუფლება, ტოლერანტობა, განსხვავებულისადმი პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული ფასეულობებია და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ამ მარადიულ, უზენაეს ღირებულებათა სადარაჯოზე იდგა. ეს ფასეულობები ათასწლეულების განმავლობაში წარმართავდა ჩვენი ქვეყნის წინსვლას, აყალიბებდა ჩვენს უძველეს და უნიკალურ კულტურას. მათ დაეფუძნება საქართველოს შემდგომი განვითარებაც.
დარწმუნებული ვარ, რომ სასულიერო და პოლიტიკურ ლიდერთა ერთობლივი ძალისხმევა ახალ იმპულსს შესძენს ევროინტეგრაციის პროცესს და არსებითად გაამდიდრებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია