დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეებს, ევროპარლამენტის წევრს და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრს შეხვდა
ავტორი:
2018/თებერვალი/12 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze_a1181.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477874-mikheil-janelidze-evronestis-saparlamento-asambleis-thanathavmjdomareebs-evroparlamentis-tsevrs-da-moldovas-respublikis-parlamentis-tsevrs-shekhvda.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეებს, ევროპარლამენტის წევრს და მოლ...", "datePublished": "2018-02-12 16:12:45", "dateModified": "2018-02-12 16:12:45", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze_a1181.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეებს, ევროპარლამენტის წევრს, რებეკა ჰარმს და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრს, მარიან ლუპუს შეხვდა.

როგორც „ინტრპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები. მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტარს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერისათვის. აღინიშნა ევროპარლამენტის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზებზე ისაუბრეს. ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მტკიცე მზაობას, რომ სრულად გამოიყენოს და აითვისოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმი და არსებული პოტენციალი, და ასევე დასახოს ახალი შესაძლებლობები.

შეხვედრაზე ასევე ხაზი აღინიშნა სტრატეგიული კომუნიკაციისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის დამყარებული წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროებას.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსთვის მოკლევადიანი ვიზიტებისათვის უვიზო რეჟიმის ეფექტურ იმპლემენტაციას და ხაზი გაუსვეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის მდგრადობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ესწრებოდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 859
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია