დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - არჩევნების მეორე ტურამდე გიგი უგულავას დაკითხვაზე განმეორებით დაბარება არ იგეგმება
ავტორი:
2014/ივლისი/01 18:30:02
არჩევნების მეორე ტურამდე გიგი უგულავას დაკითხვაზე განმეორებით დაბარება არ იგეგმება და სასამართლო მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
კომისიის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა ფინანსურ პოლიციაში უგულავას დაბარება და მისთვის ბრალის წაყენება იყო. "პრემიერის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი კეთილი ნების ჟესტი – პოლიტიკური ნებაა. კანონში მორატორიუმის შესახებ არაფერი წერია. აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ ბატონმა უგულავამ ოჯახის წევრთან ერთად თვითმფრინავის ბილეთი შეიძინა და სადღაც მიემგზავრებოდა, დაიბარეს დაკითხვაზე და გაარკვიეს, სად მიემგზავრებოდა და ხომ არ აპირებდა მიმალვას, ამაში მორატორიუმის დარღვევას ნამდვილად ვერ ვხედავ", - განუცხადა ჟურნალისტებს წულუკიანმა.
უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელის შეფასებით, მორატორიუმმა დადებითი როლი ითამაშა იმ ადამიანებისთვის, ვინც არჩევნებში მონაწილე კანდიდატები იყვნენ, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობიდან". "თუ გიგი უგულავა კმაყოფილი არ არის, მისი უკმაყოფილება მორატორიუმს გაუმართლებლად არ აქცევს", - დასძინა მან.
წულუკიანის ინფორმაციით, ყველა წინა შემთხვევაში უგულავა საგამოძიებო ორგანოს ატყობინებდა, რომ ქვეყნიდან გასვლას აპირებდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა. "ამჯერად მას ჰქონდა განზრახვა, ქვეყანა საგამოძიებო ორგანოს გვერდის ავლით დაეტოვებინა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1040
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია