დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოთარ კახიძე - ნარკორეალიზატორები და მოძალადეები რომ არ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა, ამას არ სჭირდება არავისთან კონსულტაცია
ავტორი:
2018/აპრილი/19 17:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kaxidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488921-othar-kakhidze-narkorealizatorebi-da-modzaladeebi-rom-ar-unda-sheitsyalos-prezidentma-amas-ar-stcirdeba-aravisthan-konsultacia.html", "headline": "ოთარ კახიძე - ნარკორეალიზატორები და მოძალადეები რომ არ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა, ამას არ სჭირდება ...", "datePublished": "2018-04-19 13:33:28", "dateModified": "2018-04-19 13:33:28", "description": "„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე შეწყალების კომისიაში სასჯელაღსრულების წარმომადგენლის ჩართვა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kaxidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე შეწყალების კომისიაში სასჯელაღსრულების წარმომადგენლის ჩართვას, შეწყალების მექანიზმსა და პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმს შორის ზღვარის შესაძლო წაშლად აფასებს. ოთარ კახიძის თქმით, ნარკორეალიზატორები და მოძალადეები რომ არ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა, ამას არ სჭირდება არავისთან კონსულტაცია.

„პრეზიდენტი თუ გრძნობს პასუხისმგებლობას მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და უადგილო თავდასხმების ნაცვლად გამოსავლს ეძებს, მისასალმებელია. რაც შეეხება თანამშრომლობას, შეწყალების მექანიზმი არ უნდა დაემსგავსოს სრულად პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის, რომელიც აქვს ისედაც სასჯელაღსრულების შესაბამის ადგილობრივ საბჭოს. შეწყალების ინსტიტუტი უნდა იყოს გამოყენებული განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწოფოს ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც მიიჩნევს მისი პრეროგატივიდან გამომდინარე. ცხადზე უცხადესია, ნარკორეალიზატორები და მოძალადეები არ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა და ამას არ სჭირდება არავისთან კონსულტაცია. სანამ მოაწერს აქტს ხელს, მიიღოს მხედველობაში. ვნახოთ, კონსულტაციები სანამდე მივა, სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლის ჩართვა შეწყალების კომისიაში კიდევ უფრო წაშლის ზღვარს ამ მექანიზმსა და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების მექანიზმს შორის“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, შეწყალების კომისია, შესაძლოა, გაფართოვდეს და მასში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელიც შევიდეს. გარდა ამისა, კომისიის წევრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უშუალოდ მსჯავრდებულთან ზეპირი გასაუბრების შესაძლებლობა შეიძლება მიეცეთ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 488
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია