დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქარეიშვილი - გალის სოფლებისთვის სახელების შეცვლა 1993 წლიდან დაიწყო
ავტორი:
2013/დეკემბერი/14 15:30:02
გალის რაიონის სოფლებისთვის სახელების შეცვლა ახლა არ დაწყებულა, ეს პროცესი 1993 წლიდან დაიწყო, - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პროცესი დიდი ხანია გრძელდება.
"აფხაზური რეალობიდან გამომდინარე, სახელები შეეცვალა უკვე ისეთ ცნობილ სოფლებს, როგორიცაა: შრომა, განთიადი, თავისუფლება. დღემდე მიმდინარეობს ეს პროცესი. ქუჩებსაც შეეცვალა სახელები სოხუმსა და გაგრაში. ესეც ამ პროცესის ნაწილია და ეს ახლა არ დაწყებულა. ეს 1993 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, აფხაზურ პოლიტიკურ კონტექსტში კრიზისი არსებობს. "კრიზისი ისევ ქართული თემის გამო არსებობს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ვერ გაურბიან ქართულ თემას. ამას ისე უნდა შევხედოთ, როგორც ვუყურებდით ამდენ ხანს. ეს არის იმ კონფლიქტის ნაწილი, რაც მოხდა. მოხდება აუცილებლად ჩვენი ერების შერიგებაც და ჩვენი ინტერესების თანხვედრა - ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება", - აღნიშნა მინისტრმა.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გალის რაიონის 18-მდე სოფელს სახელი შეეცვლება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია