დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციისგან ბრალდებებს მიჩვეული ვართ, ყოველდღე ისმის ბრალდებები, რომელიც გაჯერებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით
ავტორი:
2018/აპრილი/02 15:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/mdinaradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486305-mamuka-mdinaradze-opoziciisgan-braldebebs-michveuli-varth-yoveldghe-ismis-braldebebi-romelic-gajerebuli-ar-aris-shesabamisi-mtkicebulebebith.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - ოპოზიციისგან ბრალდებებს მიჩვეული ვართ, ყოველდღე ისმის ბრალდებები, რომელიც გაჯერებ...", "datePublished": "2018-04-02 11:19:23", "dateModified": "2018-04-02 11:19:23", "description": "საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებებს ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/mdinaradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ უმრავლესობა, ოპოზიციისგან ბრალდებებს მიჩვეულია და როდესაც განცხადებები კეთდება, მას თან უნდა ერთვოდეს მტკიცებულებები.
აღნიშნული კომენტარი მდინარაძემ ოპოზიციის წევრების იმ განცხადებაზე გააკეთა, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტს უკავშირდება.
„ოპოზიციისგან მსგავს ბრალდებებს ჩვენ მიჩვეული ვართ, ყოველდღე ისმის მსგავსი ბრალდებები, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში, არ არის გაჯერებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ, მას უპასუხისმგებლო განცხადებებს. ყოველდღე ითხოვენ ისინი გარკვეული კომისიების შექმნას. ჩვენ, ამ შემთხვევაშიც ვითხოვთ კონკრეტულ მტკიცებულებებს. როდესაც ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, რომელთაც უნდა გააჩნდეთ მაღალი პასუხისმგებლობა, კონკრეტულ ბრალდებებს უყენებენ თანამდებობის პირებს, ამ ყველაფერს უნდა მოყვეს მტკიცებულებები და ყოველი ასეთი ბრალდება გაჯერებული უნდა იყოს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა, დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის თანამდებობიდან გადაყენებაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გიორგი სეთურიძის მხოლოდ თანამდებობიდან გადაყენება ვერ ჩაითვლება ვერც კორუფციასთან ბრძოლად და ვერც მთავრობისთვის ქულების დასაწერად.

ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ისევე, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის, ასევე გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის გადაყენება უკავშირდება მათ კორუფციულ საქმიანობას, რაზეც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 552
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია