დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსანდრე ჭიკაიძე და რიჩარდ ნორლანდი ხვალ ფოთსა და სუფსას ეწვევიან
ავტორი:
2014/ივნისი/23 22:30:02
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ხვალ ფოთსა და სოფელ სუფსას ეწვევიან.
შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე, ალექსანდრე ჭიკაიძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი და ელჩი რიჩარდ ნორლანდი საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოსთვის საჭირო ტექნიკისა და მცურავი საშუალებების ამწის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრებიან.
სუფსაში კი მინისტრი და ელჩი საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად საზეიმოდ გახსნიან და დაათვალიერებენ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ "სუფსა"-ს ტერიტორიაზე ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალ შენობას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია