დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის თანამდებობა ხათუნა სამნიძემ ჩაიბარა
ავტორი:
2013/ნოემბერი/03 22:00:02
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარედ დღევანდელ ყრილობაზე ხათუნა სამნიძე არიჩიეს. სამნიძე 2005 წლიდან "რესპუბლიკური პარტიის" წევრია. 2013 წლის სექტემბრიდან ის "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი და საორგანიზაციო მდივანი იყო.
როგორც სამნიძემ განაცხადა, მისთვის დღევანდელი დღე არის სასიხარულო და ის მადლობას უხდის პარტიის ყველა წევრს მხარდაჭერისთვის.
"მე ძალიან დიდი მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამომიცხადეს პარტიის ყოფილმა ლიდერებმა. გავაგრძელებ ამ პარტიის პოლიტიკას, რომ ყველა გადაწყვეტილება იქნება ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიღებული და ერთობლივად ვიმსჯელებთ პარტიის კიდევ უფრო განვითარებაზე, კოალიციის კიდევ უფრო აქტიურ წევრად ყოფნაზე და ასევე თვითმმართველობის არჩევნებისთვის", - აღნიშნა სამნიძემ.
სამნიძეს პარტიის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა უკვე ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ხათუნა სამნიძე "რესპუბლიკური პარტიის" აქტიური წევრია და მან ყოველდღიური შრომით და გარჯით მოიპოვა სერიოზული ავტორიტეტი პარტიაში.
"მე სრულიად დამშვიდებული ვარ პარტიის ამ გადაწყვეტილებით და დარწმუნებული ვარ, რომ ხათუნა კიდევ უფრო წინ წასწევს პარტიას", - განაცხადა უსუფაშვილმა.
თავმჯდომარის არჩევამდე კი პარტიამ აირჩია ეროვნული კომიტეტი 35 კაციანი შემადგენლობით, ასევე, სარევიზიო საბჭო. სწორედ ეროვნულმა კომიტეტმა არჩევნების შედეგად გამოავლინა "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე. როგორც დავით უსუფაშვილმა განმარტა, ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი ხათუნა სამნიძე იყო, რომელიც პარტიის ყოფილ ლიდერებთან მსჯელობის შემდეგ თავად შესთავაზა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1184
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია