დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ეკა გიგაური - თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით შევიდა
ავტორი:
2014/თებერვალი/26 12:30:03
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით შევიდა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ყურადღება გაამახვილა ცვლილებაზე, რომლის თანახმად, ყველა პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში მუშაობს, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოვალეობის შემსრულებლად ჩაითვლება.
როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვების დროს კონკრეტული ცვლილება ნახსენები არ ყოფილა. მისივე თქმით, ცვლილებები შეტანილი იქნა პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, რადგან კონკრეტულ ცვლილებაზე საუბარი პირველ და მეორე მოსმენაზე არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სარჩელს ამზადებენ.
ეკა გიგაურის შეფასებით, არ შეიძლება საკითხი რეაგირების გარეშე დარჩეს, რადგან იგი ეწინააღმდეგება როგორც საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ასევე საქართველოს კონსტიტუციას. მისივე თქმით, ცვლილებები წინასაარჩევნო კონტექსტში კიდევ უფრო სავალალო შედეგების მომტანია, რადგან ასეთი ნორმის შემოღებით ყველა, დაახლოებით 13 000 საჯარო მოხელეს არასტაბილურობის განცდა გაუჩნდება და წინასაარჩევნო პერიოდში შეეცდებიან ყველაფერი გააკეთონ, რათა თანამდებობები შეინარჩუნონ.
გიგაურის განცხადებით, ეს მიანიშნებს, რომ სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობები იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი პარლამენტმა 5 თებერვალს დაამტკიცა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია