დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კიკნაველიძე - სააკაშვილის კომენტარი აჩვენებს, რომ ჩვენ გუშინდელი არჩევნებიდან კვლავ განსხვავებული დასკვნები გავაკეთეთ
ავტორი:
2018/აპრილი/29 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/kiknavelidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490463-irakli-kiknavelidze-saakashvilis-komentari-achvenebs-rom-chven-gushindeli-archevnebidan-kvlav-ganskhvavebuli-daskvnebi-gavaketheth.html", "headline": "ირაკლი კიკნაველიძე - სააკაშვილის კომენტარი აჩვენებს, რომ ჩვენ გუშინდელი არჩევნებიდან კვლავ განსხვავე...", "datePublished": "2018-04-29 15:07:53", "dateModified": "2018-04-29 15:07:53", "description": "კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დღეს „ევროპული საქართველოს“ ლანძღვას თავი აარიდა და ამჯე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/kiknavelidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დღეს „ევროპული საქართველოს“ ლანძღვას თავი აარიდა და ამჯერად ბინძური ბრალდებები აღარ მოგვისმენია, მაგრამ მისი კომენტარი აჩვენებს, რომ ჩვენ გუშინდელი არჩევნებიდან კვლავ განსხვავებული დასკვნები გავაკეთეთ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პარლამენტის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიების აქტიურობა და ოპოზიციური ამომრჩევლის არჩევნებზე მობილიზება არის ხელისუფლების შეცვლის ის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენს დემოკრატიას და მომავალ კეთილდღეობას აწყობს. როცა ვსაუბრობთ თანამშრომლობაზე, სანამ საპრეზიდენტოზე დავიწყებდით საუბარს, ამის შესაძლებლობა სხვაგანაც იყო, მაგალითად ვანსა და ხონში. ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ბოიკოტი არასწორი არჩევანია, არასწორია არჩევნების მიმართ უიმედობის დანერგვა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, აქაც მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ხიდები არ დავწვათ, რადგან ეს არჩევნები ჩვენ გვაძლევს შანსს, რომ პირველი ტური იყოს ბუნებრივი პრაიმერი ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელიც გამოავლენს ერთ ძლიერ კანდიდატს, ხოლო მეორე ტურში ჩვენ შევძლებთ, რომ ყველა ოპოზიციურმა პროდასავლურმა ძალამ დავუჭიროთ მხარი ყველაზე ძლიერ კანდიდატს“, - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებულ არჩევნებს სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

„მე გამახარებდა გიგი უგულავას ვანი-ხონის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა. არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ. ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ! სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 506
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია