დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საავტორო უფლებათა ასოციაციასა და "bravissimo.ge"-ს შორის ლიცენზია გაფორმდება
ავტორი:
2014/ივნისი/17 23:00:02
მუსიკალურ ბიზნეს კომპანია "ბრავო რექორდსში" ხვალ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და ვებ-გვერდ "bravissimo.ge"-ს შორის ლიცენზია გაფორმდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბრავო რექორდსიდან" აცნობეს, აღნიშნული ლიცენზია გულისხმობს პირველი ლიცენზირებული მუსიკის ვებ-გვერდზე გაყიდული ქართული და უცხოური მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებისათვის დადგენილი ტარიფით შემოსავლების გადახდას.
მათივე განმარტებით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და მუსიკალური ბიზნეს კომპანია "ბრავო რექორდსის" შვილობილი კომპანია, პირველი ლიცენზირებული მუსიკისა და მუსიკალური პროდუქტების ვებ გვერდი - "bravissimo.ge"-ს შორის ფორმდება ლიცენზია, რომელიც გულისხმობს აღნიშნულ ვებ-გვერდზე გაყიდული ქართული და უცხოური მუსიკალური ნაწარმოებებიდან დადგენილი თანხის გადახდას ავტორებისათვის (კომპოზიტორები, ტექსტის ავტორები და მუსიკალურ გამომცემლობები Publishers).
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ციფრულ ბაზარზე ლიცენზირებული მუსიკალურ-გასართობი პორტალის "bravissimo.ge"-ს დაარსება, თავის მხრივ ნიშნავს ქართულ მეკობრულ ინტერნეტ სივრცეში პირველი ლეგალური ალტერნატივის გაჩენას.
"აღნიშნული ნაბიჯი იქნება რეალური ბიძგი ინტერნეტში მეკობრეობასთან ბრძოლის ქმედითი პროცესების დასაწყებად. საქართველოს ევროინტეგრაციის ფონზე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქართველი ავტორ-შემსრულებლები უკვე საკმაო ხანია გამოხატავენ ერთიან ინიციატივას თავიანთი საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის კუთხით. "ბრავო რექორდსი" და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია აცხადებს მზადყოფნას დაიცვას ქართველ ხელოვანთა უფლებები და აღკვეთოს ინტერნეტში საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებების არალეგალური გავრცელება", - აცხადებენ "ბრავო რექორდსში".
მათივე თქმით, წინამდებარე პროცესში ჩართული ყველა მხარე იმედს გამოთქვამს, რომ დაწყებული ინიციატივა მხარდაჭერას ჰპოვებს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებიდან და სამთავრობო სტრუქტურებიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროცესში.
ხვალ გამართულ პრესკონფერენციას წარუძღვებიან საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე და "ბრავო რექორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია
რაც შეეხება ვებ-გვერდს "ბრავისსიმო.გე"-ს, "ბრავო რექორდსის" ინფორმაციით, 23 მაისს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა ვებ-გვერდი - "bravissimo.ge"-ს პრეზენტაცია, რომლის მეშვეობით, საქართველოში პირველად მომხმარებელს საშუალება მიეცა შეიძინოს ლიცენზირებული, მაღალი ხარისხის როგორც უცხოური, ასევე ქართული მუსიკა, პირველმა გაიგოს მუსიკალური ბაზრის ცხელ-ცხელი ახალი ამბები, იხილოს მუსიკალური ობიექტების აფიშები, შეიძინოს რინგტონები, CD ალბომები, ფან აქსესუარები, ჩამოტვირთოს პოპულარული ქართული ჰიტების კარაოკე ვერსიები და ა.შ.
ამასთან ერთად, "bravissimo.ge" ნებისმიერ მელომანს ან უბრალოდ მუსიკით დაინტერესებულ ადამიანს უქმნის კომფორტულ გარემოს, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციისა და გართობის წყაროს, თანამოაზრეების პოვნისა და ურთიერთობის საშუალებას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია