დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი სესიაშვილი - ნატო-ში საქართველოს 2014 წლისთვის გაწევრიანების მოლოდინი არ გვქონია
ავტორი:
2013/ოქტომბერი/22 14:00:04
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს 2014 წელს გაწევრიანების მოლოდინი არ ჰქონიათ.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი.
"ანდერს ფოგ რასმუსენი ჟურნალისტის შეკითხვიდან გამოვიდა და მისი პასუხი არის ჩვეულებრივი. როგორ შეიძლებოდა ნატო-ში გაწევრიანების მოლოდინი 2014 წლისთვის გვქონოდა? ჯერ კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. როცა ნატო-ს ბოლო საპარლამენტო ასამბლეაზე რასმუსენს კითხვა დავუსვი, მაშინაც მიპასუხა, რომ ჯერ კიდევ ბევრი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ოფიციალურ თბილისს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობისთვის საქართველო-ნატოს საბჭოს ფორმატი არ აკმაყოფილებს, თუმცა ამ ეტაპზე ის რეალობის ადეკვატურია.
"რა თქმა უნდა, ეს ფორმატი არ გვაკმაყოფილებს, რამდენადაც გვინდა, მალე მოვექცეთ უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, მაგრამ რეალობიდან გამოვდივართ და გამოვდივართ იქედან, რომ ინტეგრაციისთვის მართლაც მთელი რიგი რეფორმები გვაქვს განსახორციელები", - აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
ამასთან, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, არსებული პროცესი გვიჩვენებს, რომ საქართველოს თანამშრომლობა ნატო-სთან გაცილებით მაღალ დონეზეა აყვანილი, ვიდრე აქამდე იყო.
"ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს ნატო-სთან, ეს დადასტურდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზეც, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ჩამოვყალიბდით, მათ შორის აღსანიშნავია ისიც, რომ რეზოლუციაში დაფიქსირდა ასპირანტ ქვეყნებთან ერთად მომავალ სამიტებზე ჩვენი ქვეყნის პერსპექტივები. ამ კუთხით საქართველოს მოაზრება ბალკანეთის წევრ სამ ქვეყანასთან ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, იგეგმება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრების ორგანიზება, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რაც გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდება", - განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა რუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო წევრი 2014 წელს ნატო-ს არ გახდება.
"საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დაადასტურა ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფება. მაგრამ, მომავალ წელს ეს ნამდვილად არ მოხდება. ჯერჯერობით, ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველო-ნატო-ს საბჭოს ფარგლებში", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთ-ნატო-ს საბჭოს სხდომამდე, რუს ჟურნალისტებთან საუბრისას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია