დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/23 10:30:03
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის მიმართ მხარდაჭერას და ამ პროცესში, ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას შეეხება.
"ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მასპინძლობს. რადოსლავ შიკორსკის და კარლ ბილტის ერთობლივი ვიზიტი ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეგიონული ტურნეს ფარგლებში ხორციელდება. ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა", როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპულ მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის ჩარჩო, წარმოადგენს შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან მიმართებაში. როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შვედეთისა და პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის მიმართ და ამ პროცესში, ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" მნიშვნელობას", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1210
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია