დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უჩა ნანუაშვილი გიორგი გვიჩიანის სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს
ავტორი:
2014/ივლისი/07 12:30:02
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გიორგი გვიჩიანის სასამართლო პროცესზე დასწრებას გეგმავს.
ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, იგი აპირებს პირადად მოისმინოს ყველა ის დეტალი, რაზეც გიორგი გვიჩიანი საუბრობს.
"ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ სოზარ სუბარის დროს იყო მომზადებული დასკვნა საქმეში არსებულ სერიოზულ დარღვევებზე. მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელიც ეხება ახლად აღმოჩენილ გარემოებებს, ჩვენი ოფისი აკვირდება პროცესებს. მნიშვნელოვანია იმ დარღვევების გათვალისწინება მოხდეს, რომელიც საქმეში იყო დაფიქსირებული ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
უვადო პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანი მიმართვას ავრცელებს. გვიჩიანი მიმართავს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს, პარლამენტის წევრებს და ჟურნალისტებს.
"მოგმართავთ უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც 8 წლის წინ სააკაშვილის რეჟიმმა უვადო პატიმრობა მომისაჯა. ხვალ, 8 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება დამამთავრებელი პროცესი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩემი საბოლოო სიტყვა.
საბოლოო სიტყვა გაგრძელდება დაახლოებით ორი საათი. ამ დროში მთლიანად განადგურებული და გაცამტვერებული იქნება აბსურდული ბრალდება. პროკურატურა კი სასაცილო და კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ირაკლი შოთაძე 8 წლის წინ იყო აღნიშნული საქმის პოროკურორი და ხელი აქვს მოწერილი საბრალდებო სიტყვაზე. მხოლოდ ამ მიზეზით, მას არ სურს ჩემი გამართლება, ამიტომაც უკანონო ზეწოლას ახორციელებს პროკურორებზე.
ამიტომაც, მოგმართავთ თხოვნით, დაესწროთ ზემოღნიშნულ სასამართლოს სხდომას რათა პროცესი ჩატარდეს გამჭირვალედ. თქვენი დასწრება სხდომაზე მნიშვნელოვნად დაიცავს და ძალას მისცემს სასამართლოს მიიღოს თავისუფალი, კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. თქვენი თანადგომა ჩემთვის და ნიკა ჩემიასათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წინასწარ გიხდით მადლობას", - ნათქვამია გიორგი გვიჩიანის მიმართვაში.
2002 წელს "თელასის" მენეჯერი ნიკა ლომინაძე ბახტრიონის ქუჩაზე მოკლული იპოვეს. გიორგი გვიჩიანი აღნიშნული მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით 2006 წელს დააკავეს და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1541
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია