დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - არ მსურს წინაწარი მოლოდინების შექმნა, უნდა დაველოდოთ უელსის სამიტს
ავტორი:
2014/ივნისი/27 21:30:02
მე არ მსურს წინაწარი მოლოდინების შექმნა, უნდა დაველოდოთ უელსის სამიტს, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ქრონიკის" ეთერში იმ ინფორმაციას, რომ საქართველო ნატო-ს სამიტზე ინდივიდუალური თანამშრომლობის პაკეტს მიიღებს.
პრემიერი არასწორად მიიჩნევს ამის შედარებას 2008 წელს ბუქარესტის სამიტიზე მიღწეული შედეგების "MAP-ზე უფრო უკეთესად" წარმოჩინებასთან.
"მე გირჩევდით, რომ საერთოდ არ გააკეთოთ შედარება ჩვენს ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი დაპირებები და ცრუ მოლოდინები ჰქონდათ მათ და საბოლოო ჯამში მოსახლეობა გამოდიოდა იმედგაცრუებული. ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად გულწრფელი. ჩვენ არ ვქმნით წინასწარ მოლოდინებს. უნდა დაველოდოთ უელსის სამიტის წინასწარ შედეგებს. მანამდე მე არ მსურს, რომ წინასწარი მოლოდინები გავაჩინო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენმა ქვეყანამ მართლა ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია. ჩვენმა დემოკრატიამ ბოლო 18 თვის განმავლობაში განიცადა ძალიან დიდი წინსვლა და ამის არდანახვა იქნება შეუძლებელი. წინ გვაქვს ყველაფერი, ძალიან ბევრი სამუშაო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 956
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია