დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნიგერიაში შეიარაღებულმა მებრძოლებმა 87 ადამიანი მოკლეს
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 16:07:02
ნიგერიის შტატ ბორნოში „ბოკო ჰარამის“ შეიარაღებულმა მებრძოლებმა ბლოკსაგუშაგო ჩაიგდეს ხელში, სადაც 87 ადამიანი ამოხოცეს. ხუთშაბათს ტრაგედიის ადგილზე შტატის გუბერნატორი ქაშიმ შეტეიმი მივიდა, რომელმაც მომხდარს „ბარბაროსობა“ უწოდა, იგი დაღუპულთა ოჯახებს მატერიალურ დახმარებას დაჰპირდა. შემთხვევა 17 სექტემბერს მოხდა. როგორც აღნიშნავენ, ეს შეიძლება „ბოკო ჰარამის“ რეაქციაა 12 სექტემბერს, მთავრობის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაზე, რომლის შედეგადაც 150 შეიარაღებული მებრძოლი და არმიის 16 ჯარისკაცი დაიღუპა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1231
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია