დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი - სტრუქტურული ცვლილება არის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი და თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დავთანხმდები
ავტორი:
2018/ივნისი/20 22:00:02
../photo/2015_02/0-01TEBER-2016/zalkaliani_6ea98.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499578-davith-zalkaliani-struqturuli-cvlileba-aris-premier-ministris-gadasatsyveti-da-thu-iqneba-mighebuli-gadatsyvetileba-ra-thqma-unda-davthankhmdebi.html", "headline": " დავით ზალკალიანი - სტრუქტურული ცვლილება არის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი და თუ იქნება მიღებული გ...", "datePublished": "2018-06-20 17:53:35", "dateModified": "2018-06-20 17:53:35", "description": "სტრუქტურული ცვლილება, ბუნებრივია, არის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი და თუ იქნება მიღებული გადაწყვე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-01TEBER-2016/zalkaliani_6ea98.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სტრუქტურული ცვლილება, ბუნებრივია, არის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი და თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დავთანხმდები ამ შემოთავაზებას, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკანიანმა.

მან ჟურნალისტებთან ჟენევის ფორმატზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორმატის ცვლილებებზე საუბარი არ მიმდინარეობს, არამედ საუბარია მის ეფექტურ გამოყენებაზე.

„ჟენევის ფორმატი არის უნივერსალური ფორმატი, რომლის ეფექტიანი გამოყენება უნდა მოხდეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ ცვლილებაზე, არამედ ვსაუბრობთ, როგორ შევძინოთ მეტი დინამიკა. ის საკითხები, რომელიც განიხილება ჟენევაში - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულების შესრულება და ძალის არ გამოყენების ვალდებულების შესრულება, ასევე, უსაფრთხოების მექანიზმებთან დაკავშირებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებასთან დაკავშირებით, არის ის უმთავრესი საკითხები, რომლის განხორციელებაც აუცილებელია. ჩვენ ყველა რაუნდზე ვაყენებთ ამ საკითხს. მინდა გითხართ, რომ რაუნდზე, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ჩვენი დელეგაციის მხრიდან მწვავედ დაისვა ტატუნაშვილის ტრაგიკული მკვლელობის საქმე. ჩვენმა დელეგაციამ წარადგინა მტკიცებულებები, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გვამი გადმოცემული იყო შინაგანი ორგანოების გარეშე, ასევე იყო დასმული კითხვა, რატომ მოხდა ასეთი დაგვიანებით გადმოცემა. აგრეთვე მოეთხოვა პასუხი მხარეს, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ტრაგიკულ მკვლელობასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ვერ მოვისმინეთ არგუმენტირებული პასუხები დასმულ კითხვებთან დაკავშირებით. ისინი ცდილობდნენ თავიდან აცილებას და ცდილობდნენ ცხინვალის წარმომადგენლებს გაეცათ პასუხები. მათი მხრიდანაც იყო უსუსური პასუხები, ამიტომ ჩვენ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს ავამოქმედებთ მას შემდეგ, რაც დამტკიცდება „ტატუნაშვილ–ოთხოზორიას“ სია. ჩვენს თანამეგობრობასთან დავაყენებთ საკითხს ამ რეზოლუციით გათვალისწინებულ ზომებზე, რაც უნდა ამოქმედდეს ამ დანაშაულის ჩამდენ პირებთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 450
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია