დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შალვა ფიფია ყატარის ელჩს შეხვდა
ავტორი:
2014/ივნისი/17 18:30:02
სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ყატარის ელჩს მუჰამედ ბინ ჰამის ნასირ ალ კუვარის შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ყატარს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ტრადიცია მკვიდრდება.
"სულ რამდენიმე თვის წინ, ყატარში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის სხვა წევრებთან და კერძო კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელებით. მოხარული ვარ, რომ როგორც საქართველოს, ასევე ყატარის რესპუბლიკის მხრიდან არის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა", - განაცხადა შალვა ფიფიამ.
მისივე თქმით, მთავრობა მიესალმება ყველა იმ კონკრეტულ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ და უახლოეს მომავალში ხელს მოაწერს ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ყატარის ელჩმა სოფლის მეურნეობის მინისტრს გადასცა ოფიციალური ნოტა ყატარის გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის, ცხოველთა ჯანმრთელობასა და ვეტერინარიის დარგში ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ. "მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დასრულებულია ყველა საჭირო პროცედურა და ყატარის მხარე მზად არის ხელი მოაწეროს მემორანდუმს", - განაცხადა მუჰამედ ბინ ჰამის ნასირ ალ კუვარიმ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ დაიშურებენ ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1072
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია