დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ
ავტორი:
2014/დეკემბერი/10 20:30:02
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაალ სარაჯიშვილს შეხვდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებსა და ღონისძიებებს, ვიზიტებს, სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ დიასპორულ ორგანიზაციებთან და თანამემამულეებთან უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარებისა და ურთიერთობის გააქტიურების საკითხებს. შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფა.
ზაალ სარაჯიშვილმა პარლამენტის წევრებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამომავლო საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები გააცნო და სამომავლოდ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან მუდმივი, მჭიდრო კონტაქტების დამყარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც სარაჯიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო მინისტრის აპარატთან დაგეგმილია საზოგადოებრივი-საკონსულტაციო საბჭოს შექმნა საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით, რაც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის გააქტიურების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი უნდა გახდეს.
შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ წლის ბოლოს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში გაიმართება კომიტეტის გაფართოებული სხდომა, რომელზეც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მიიწვევენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1051
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია