დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ბეგაძე - მთავრობის ერთ-ერთი ინიციატივით, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში, საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის წილი კიდევ გაიზრდება
ავტორი:
2018/აპრილი/05 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/begadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486917-giorgi-begadze-mthavrobis-erth-erthi-iniciativith-turizmidan-mighebul-shemosavlebshi-saqarthveloshi-natsarmoebi-produqciis-tsili-kidev-gaizrdeba.html", "headline": "გიორგი ბეგაძე - მთავრობის ერთ-ერთი ინიციატივით, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში, საქართველოში ნაწარმ...", "datePublished": "2018-04-05 12:11:01", "dateModified": "2018-04-05 12:11:01", "description": "მთავრობის ერთ-ერთი ინიციატივით ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში, საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის წ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/begadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავრობის ერთ-ერთი ინიციატივით ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში, საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის წილი კიდევ გაიზრდება, რაც ძალიან მახარებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ბეგაძემ განაცხადა.

ბეგაძე პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება სამ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ვფიქრობ, ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

„მეწარმეების გათავისუფლება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისგან და არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციის შესაძლებლობა, ბუნებრივია, გაზრდის ინვესტიციებს და ბიზნესის კეთების მეტ მოტივაციას გააჩენს.

რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ნაწარმოები კვების პროდუქტების შესყიდვების გამარტივებას, ვფიქრობ, გამორჩეულად განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
დღეს, ერთ-ერთი მიზანი და გამოწვევა არის ის, რომ ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში გაიზარდოს საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის წილი. ეს ინიციატივა პირდაპირ პასუხობს ამ გამოწვევას, რაც ძალიან მახარებს“, - განაცხადა ბეგაძემ.

მისივე ინფორმაციით, ეს ინიციატივა რეგიონებში მცხოვრები ოჯახების კეთილდღეობის გაზრდაზე და თითოეულ მოსახლეზე პირდაპირ, დადებითად აისახება და გაზრდის მათ შემოსავლებს. ასევე გაზრდის მოტივაციას აწარმოონ მეტი სასოფლო სამეურნეო პროდუქცია.

„სასტუმროების, სავაჭრო და კვების ობიექტების სტუმრებს მიეცემათ შესაძლებლობა ადგილობრივი, ნატურალური და განსაკუთრებული გემოს და ხარისხის პროდუქტი დააგემოვნონ, რაც განსაკუთრებულად ხიბლავს ტურისტებს. ეს ინიციატივა წაახალისებს აგრო, სოფლის და გასტრონომიული ტურიზმის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა ბეგაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 673
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია