დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" შსს-ს "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე განმარტებას სთხოვს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/20 18:00:02
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის სახლში განხორციელებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, დღეს 06:00 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძის ხარაგაულის შტაბის წევრის, ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალის შტაბის უფროსის და ხარაგაულის საკრებულოს წევრ ნინო ფხალაძის ოჯახში ხარაგაულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი დავით კაპანაძე პოლიციის ათ თანამშრომელთან ერთად შევიდა.
"გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას გააჩნდა ოპერატიული ინფორმაცია ნინო ფხალაძის ოჯახში იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობასთან დაკავშირებით. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ესაუბრა ნინო ფხალაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ჩხრეკა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა და პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღი ვერ აღმოაჩინეს. ასევე, მან განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში იღებდა ზარებს გარკვეული პირებისგან, რომლებიც კოალიცია "ქართული ოცნებასთან" თანამშრომლობას სთავაზობდნენ. მისივე განცხადებით, მუქარას ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ გუშინ დავით ბაქრაძის ხარაგაულის საარჩევნო შტაბის უფროსთან თორნიკე ავალიშვილთან ერთად ნინო ფხალაძე ხარაგაულის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს ატარებდა", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უახლოეს პერიოდში დაადგინოს სოფელ ფარცხნალში დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის უფროსის მიმართ ოპერატიული ღონისძიების განხორციელების საფუძველი და განმარტოს, არსებობდა თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა, მსგავსი ქმედება განხორციელებულიყო ოპოზიციური პარტიის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართული პირის წინააღმდეგ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1156
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია