დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი – გერმანიასთან თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროშიც გაღრმავდება
ავტორი:
2014/ივნისი/10 16:30:02
"რედისონში" ქართულ-გერმანული სტატეგიული ფორუმი გაიხსნა. ორდღიანი ღონისძიება, რომელიც საქართველოში უკვე მესამედ ტარდება , კორნად ადენაუერის ფონდისა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით ეწყობა.
ფორუმი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა.
"სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა საქართველოში და უკვე ევროპაშიც, ამიტომ ამ ფორუმის დღის წესრიგშია როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის, ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები, ასევე უკრაინაში და უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენები. როგორ წესი, ფორუმის ბოლოს შემუშავებულია ძალიან საყურადღებო რეკომენდაციები და დარწმუნებული ვარ, დღეს და ხვალ, ჩვენი პოლიტიკოსები, ექსპეტრები ორივე ქვეყნიდან მნიშვნელოვან დასკვნებს გააკეთებენ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება საკუთრივ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სრულიად აშკარაა, რომ ეს ურთიერთობები ახალ საფეხურზე ადის. უსუფაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით გაღრმავდება - მათ შორის უსაფრთხოების სფეროშიც.
"პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტი გერმანიაში, შეხვედრები კანცლერ მერკელთან, გერმანიის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან, უაღრესად პროდუქტიული იყო. ძალიან ბევრი მიმართულებით გაღრმავდება თანამშრომლობა – ეკონომიკური თვალსაზრისით, ინვესტიციები, დახმარებები, მათ შორის უსაფთხოების სფეროში. გერმანიის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არის უცვლელი. გერმანიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, არის უცვლელი. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს და პროცესს, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა გერმანიაშიც, სხვა ქვეყნებშიც და დარწმუნებული ვარ, რომ სექტემბრის სამიტზე სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას, არ დაგვტოვებს საფრთხეებთან მარტო, ან არ გააუარესებს ჩვენს საერთაშორისო მდგომარეობას. ეს გარანტირებულია. რა იქნება, რა მექანიზმებით, ამას დროს გვიჩვენებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს მსოფლიო, მათ შორის გერმანია, ნატოს წევრი ქვეყნები დაკავებულნი არიან ძალიან სერიოზული პრობლემებით და ამ პრობლემების წარმატებით მოგვარება პირდაპირ და არაპირდაპირაც სწორედ საქართველოს უსაფრთხოებას აძლიერებს. ამიტომ ამ პროცესებს და მოვლენებს გლობალურად და კომპლექსურად უნდა შევხედიოთ. ამ თვალსაზრისით სრულიად აშკარაა, რომ ამ პროცესებში დემოკრატიული სამყარო საქართველოსთვის მნიშვნელოვან და სასარგებლო პოლიტიკას ახორციელებს, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 981
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია