დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე – მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს, თუ ვის შეუძლია მათი პრობლემების მოგვარება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/24 14:00:04
"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. "დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, დღეს, პარტიის ლიდერი დუშეთის ამომრჩეველს შეხვდა. მოსახლეობის პრობლემების მოსმენის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ პრობლემები აქაც იგივეა, როგორც საქართველოს სხვა ყველა კუთხეში. მისი თქმით, ხალხს აწუხებს უმუშევრობა, სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები, თუმცა ერთხმად აღნიშნავენ, რომ "მთავარია ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს და ყველაფერს ეშველება".
"მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს, თუ ვის შეუძლია მათი პრობლემების მოგვარება. მათ იციან, რა სჭირდება ქვეყანას კრიზისიდან და ჩაკეტილი წრიდან გამოსვლისათვის. ადამიანებს სჭირდებათ სამართლიანობა და თითოეული მათგანი ამბობს, რომ მათთვის მთავარია სამართლიანი გარემო და შესაძლებლობა, რომ იშრომონ და არ იყვნენ დამოკიდებულნი სახელმწიფოზე. ამისათვის საჭიროა ქვეყანამ წარმართოს სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სტაბილურობის განცდა, სამართლიანობის განცდა, ჰქონდეთ სამუშაო და შეძლონ თავიანთი შრომით საკუთარი ოჯახების რჩენა. ამას კი მხოლოდ გამოცდილი და გამბედავი პოლიტიკოსი შეძლებს", -განაცხადა ბურჯანაძემ.
დღესვე ნინო ბურჯანაძე თელავის ცენტრის ამომრჩეველს შეხვდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1165
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია