დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლონდონში ყოველწლიური სამიტი "პარტნიორობა ღია მმართველობისთვის" იმართება
ავტორი:
2013/ნოემბერი/01 19:30:03
ლონდონში 31 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით ყოველწლიური სამიტი "პარტნიორობა ღია მმართველობისთვის" (OGP) იმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოდან" აცნობეს, ღონისძიების მონაწილეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარ ქვეყნებში ბოლო დროს ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისთვის განხორციელებული მიღწევები. ფონდის ინფორმაციით, სამიტის ფინალურ ეტაპზე გამოცხადდება გამარჯვებული ქვეყანა, რომელიც მიიღებს გამორჩეულ მიღწევათა ჯილდოს (Bრიგჰტ შპოტს პრიზე). ამ ნომინაციის მოსაპოვებლად შვიდ ქვეყანასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა, 2013 წლის 16 ოქტომბერს საქართველოც წარადგინა.
ფონდის ინფორმაციით, საქართველო კონკურსში წარდგენილია საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კანონმდებლობის მიღების გამო. აღნიშნული კანონმდებლობის შემუშავება საქართველოში ინიცირებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ და მიზნად ისახავდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
სამიტზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ქართულ სტანდარტსა და მისი შემუშავების პროცესზე ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.
ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ცნობით, მიმდინარეობს კონკურსანტის გამოვლენა ონლაინ გამოკითხვის მეშვეობით. ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: ჰტტპს://წწწ.სურვეყმონკეყ.ცომ/ს/OGP-Bრიგჰტ-შპოტს
კონკურსის სხვა მონაწილე ქვეყნებია: ჩილე, ინდონეზია, ესტონეთი, მონტენეგრო, ფილიპინები და რუმინეთი. დოკუმენტის შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ფონდი '"ღია საზოგადოება - საქართველო", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", საია და "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია