დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს უელსის პარლამენტის სპიკერი ეწვევა
ავტორი:
2014/ივნისი/09 15:00:03
9-11 ივნისს, საქართველოს სამდღიანი ვიზიტით უელსის პარლამენტის სპიკერი დეიმ როზმარი ბატლერი ეწვევა.
ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დეიმ როზმარი შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან გამართავს. ამასთან, უელსის პარლამენტის სპიკერი ილიას სახელმწიფო უნივერისტეტს ეწვევა და სტუდენტებს შეხვდება, ასევე სიტყვით გამოვა ევროპისა და ნატო-ს საინფორმაციო ცენტრში, 10 ივნისს კი, ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამართულ ეროვნულ დღესასწაულს, დედოფლის დაბადების დღეს დაესწრება.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის მიზანია კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას ბრიტანეთის მხარდაჭერას საქართველს ევრო-ატლანტიკური კურსისადმი. შეხვედრებსა თუ საჯარო გამოსვლებში, დეიმ როზმარი ისაუბრებს უელსურ კულტურაზე, ტრადიციებზე და პოლიტიკაზე, უელსსა და საქართველოს შორის არსებულ მსგავსებებზე და უელსის სახელმწიფოს გამოცდილებაზე როგორც გაერთიანებული სამეფოს ნაწილის, ისე როგორც ევროკავშირის ნაწილის.
დეიმ როზმარისთან ერთად, საქართველოში უელსის ქალაქ ნიუპორტიდან დელეგაციაც ჩამოვა. დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანია დამეგობრებული ქალაქების, ნიუპორტისა და ქუთაისს შორის არსებული, მრავალწლიანი მეგობრობის კიდევ უფრო გამყარება.
ამასთან, თბილისს უელსიდან მამაკაც მომღერალთა გუნდი ეწვევა, რომლებიც ტრადიციულ უელსურ მრავალხმიანობას შესთავაზებენ ქართველ მსმენელს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1202
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია