დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს
ავტორი:
2018/თებერვალი/21 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/ocneba.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479418-fraqcia-qarthuli-ocneba-social-demokratebi-iusticiis-umaghles-sabtcos-mimarthavs.html", "headline": "ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს", "datePublished": "2018-02-21 09:40:09", "dateModified": "2018-02-21 09:40:09", "description": "ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს და ითხოვს, საბჭომ ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/ocneba.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს და ითხოვს, საბჭომ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით განახორციელოს შრომითი დავების განმხილველი მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაცია და მოსამართლეთა რაოდენობა დაადგინოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებიდან“ აცნობეს, პრაქტიკა აჩვენებს, რომ შრომითი დავის სასამართლო განხილვა ხშირად 3 წელზე მეტ ხანს გრძელდება.

„მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნათ შრომის დავების განმხილველი სპეციალიზებული სასამართლო კოლეგია ან, უკიდურეს შემთხვევაში, განახორციელოთ შრომის დავების განმხილველ მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შრომითი დავის სასამართლო განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. ამ დათქმის მიუხედავად, პრაქტიკა აჩვენებს, რომ შრომითი დავის სასამართლო განხილვა ხშირად 3 წელზე მეტ ხანს გრძელდება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში შრომითი დავის სხდომის ჩანიშვნას საშუალოდ 1 წელი და 6 თვე ესაჭიროება. ამ მხრივ, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში, რაც, სავარაუდოდ, სასამართლოების შედარებით ნაკლები დატვირთვით არის განპირობებული.

გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საქმეთა განხილვის გაჭიანურება უარყოფითად აისახება როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის ინტერესებზე. წლების მანძილზე მიმდინარე დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, იძულებითი განაცდურის გადასახადი ხშირად სოლიდურ თანხას შეადგენს, რაც მძიმე ტვირთად აწვება დამსაქმებელს. მეორე მხრივ, შრომითი დავის მიმდინარეობისას, დასაქმებული ვერ ახერხებს ალტერნატიული სამუშაო ადგილის მოძიებას, რაც, როგორც წესი, ამ ადამიანებისა და მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას იწვევს. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებული ვერ ახერხებს საბანკო ვალდებულებების შესრულებას, რაც შესაძლოა, საცხოვრებლის დაკარგვით დასრულდეს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დავის მიმდინარეობისას დამსაქმებლებს ფინანსური პრობლემები ექმნებათ და დავის დასრულებისას ვალაუვალნი ხდებიან. ასეთ დროს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება აზრს კარგავს და ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობასა და უფლებრივ აღდგენას. საბოლოოდ ტვირთი სახელმწიფოს აწვება, ვინაიდან სამსახურ და საცხოვრებელდაკარგული ადამიანები სახელმწიფოს სოციალური დახმარების იმედად რჩებიან.
ვფიქრობთ, შრომითი ურთიერთობის ორივე მხარის ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა სპეციალური შრომის სასამართლო კოლეგიის შექმნა ან, უკიდურეს შემთხვევაში, არსებული საერთო სასამართლოების სისტემაში სპეციალურად შრომით დავების განმხილველი მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაცია, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე დაადგინა კომერციული დავების განმხილველ ვიწრო სპეციალიიზაციის მოსამართლეთა რაოდენობა.

გვჯერა, რომ შრომის დავების განხილველი კოლეგიის შექმნა ან, უკიდურეს შემთხვევაში, შრომითი დავების განმხილველი ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეთა განსაზღვრა დავების გაჭიანურების პრობლემას მოაგვარებს, ხოლო გადაწვეტილებათა დასაბუთების ხარისხს გააუმჯობესებს. მზად ვართ, დამატებით ვუპასუხოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კითხვებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ფრაქციის მიმართვაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია