დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - თვითმმართველობის რეფორმიდან შოკისმომგვრელ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ
ავტორი:
2013/დეკემბერი/04 13:00:03
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება და კოდექსისგან შოკისმომგვრელ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. როგორც ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას დავით უსუფაშვილმა განუცხადა, თვითმმართველობის რეფორმა ეს ისეთი ტიპის რეფორმაა, რომ ტემპი უნდა იყოს ოპტიმალურად შერჩეული.
"ჩვენი ამოცანაა ახალი კოდექსი მივიღოთ არჩევნებამდე, მაგრამ რეფორმა განხორციელდება ეტაპობრივად. რეფორმა განხორციელდება ეტაპობრივად და ის არ იქნება შოკისმომგვრელი ცვლილებების განმახორციელებელი. თვითმმართველობის რეფორმა - ეს ისეთი რეფორმაა, რომ ტემპი უნდა იყოს ოპტიმალურად შერჩეული. ეს არ არის ის, რომ შევქმნათ ახალი სამინისტრო ან გავაუქმოთ, ან პარლამენტი ერთი ქალაქიდან მეორეში გადავიტანოთ, რომელიც შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაკეთდეს, თვითმმართველობის რეფორმა იქნება ეტაპობრივი და ამ ეტაპების გარემოცვაში მოხდება ახალი მოდელების ცხოვრებაში გამოცდა. ამ რეფორმიდან შოკისმომგვრელ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ეტაპების თანმიმდევრობა სწორად უნდა იყოს შერჩეული.
პარლამენტის თავმჯდომარის ვარაუდით, დეკემბრის განმავლობაში თვითმმართველობის კოდექსს პარლამენტი პირველი მოსმენით მიიღებს. "დარწმუნებული ვარ, დეკაემბრის განმავლობაში ამ კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტი საწყის გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაძლოა, სამი მოსმენით მისი დამტკიცება დეკემბერში არ მოხდეს და არც არის აუცილებელი, ასე სწრაფად მივიღოთ ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, მაგრამ პირველ მოსმენას ალბათ მოვახერხებთ", _ აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1220
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია