დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გოგა ხაჩიძე - ძნელია, როცა ,,ოცნების" დეპუტატს ხელში უჭირავს გაზეთი, რომელშიც ივანიშვილის ოლიგარქიული სიებია მოცემული
ავტორი:
2014/დეკემბერი/12 14:00:02
საპარლამენტო უმცირესობას პლენარულ სხდომაზე უმრავლესობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოცემული გაზეთების გადაცემის შესაძლებლობა არ მიეცა.
დეპუტატ გოგა ხაჩიძის განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, გაზეთით ბევრი დაინტერსედა და მისი გაცნობის შესაძლებლობა დეპუტაეტებს მაინც ექნებათ.
",გვინდოდა, დაგვერიგებინა გაზეთი დარბაზში დეპუტატებისთვის, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა. როგორც ჩანს, გაზეთი დიდი ინტერესით სარგებლობს, ამიტომ სხდომათა დარბაზის გარეთ დავარიგებთ. ალბათ პროცედურულად არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ძნელია, როცა ,,ოცნების" დეპუტატს ხელში უჭირავს გაზეთი, რომელშიც ივანიშვილის ოლიგარქიული სიებია მოცემული", - განაცხადა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
",ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებისთვის გაზეთების დარიგებას გეგმავდნენ, რომელშიც მათი თქმით, "ღარიბაშვილისა და თამაზაშვილის კლანის კორუფციული სქემებია ასახული".
როგორც უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მსგავსი გაზეთები თბილისსა და საქართველოს რეგიონებშიც დარიგდება და მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, გაიგოს თუ რაში იხარჯება გადასახადები.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 985
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია