დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გალუსტ საჰაკიანი - სომხეთმა ევრაზიის კავშირში გაწევრება აირჩია, საქართველომ კი ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი
ავტორი:
2014/ოქტომბერი/07 12:00:02
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის გალუსტ საჰაკიანის ხელმძღვანელობით სომხეთის დელეგაცია მიიღო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობას. ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველო-სომხეთის საპარლამენტო ჯგუფებს შორის.
როგორც გალუსტ საჰაკიანმა განაცხადა, სომხეთმა აირჩია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება, ხოლო საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას.
მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს ქვეყნებს, რადგან საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა გახდება ხიდი ორ სავაჭრო ზონას შორის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია