დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - უმცირესობას რეზოლუციასთან დაკავშირებით შევთავაზეთ ვერსია, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და პოლიტიკურად სწორია - ახლა ბურთი მათ მოედანზეა
ავტორი:
2018/მარტი/12 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/mdinaradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482567-mamuka-mdinaradze-umciresobas-rezoluciasthan-dakavshirebith-shevthavazeth-versia-romelic-teqnikurad-samarthlebrivad-da-politikurad-stsoria-akhla-burthi-math-moedanzea.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - უმცირესობას რეზოლუციასთან დაკავშირებით შევთავაზეთ ვერსია, რომელიც ტექნიკურად, სამ...", "datePublished": "2018-03-12 14:36:37", "dateModified": "2018-03-12 14:36:37", "description": "პარლამენტის რეზოლუციაში სიასთან დაკავშირებით ჩვენ უმცირესობას შევთავაზეთ ვერსია, რომელიც როგორც ტექნ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/mdinaradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის რეზოლუციაში სიასთან დაკავშირებით ჩვენ უმცირესობას შევთავაზეთ ვერსია, რომელიც როგორც ტექნიკურად, ასევე სამართლებრივად და პოლიტიკური თვალსაზრისით არის სწორი - ახლა ბურთი მათ მოედანზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძე დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ პასუხს უმცირესობისგან უახლოეს ორ დღეში ელოდებიან.

“სჯობს დღეს კონკრეტიკისგან და დეტალებზე საუბრისგან თავი შევიკავოთ, რადგან მოლაპარაკებები არ დასრულებულა. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ვარიანტი, მათ შორის სიასთან დაკავშირებული ვერსია და ჩანაწერი. შევთავაზეთ ვერსია, რომელიც არის როგორც ტექნიკურად, ასევე სამართლებრივი და პოლიტიკური თვალასაზრისით სწორი - ახლა ბურთი მათ მოედანზეა. ორი დღის შემდეგ მათ უნდა გვითხრან პასუხი. თუკი პასუხისმგებლობის დონე არის იმ ხარისხის, რომ დეოკუპაციის საკითხებზე ჩვენ მართლაც ერთიან, ძლიერ რეზოლუციაზე შევჯერდეთ, საერთო რეზოლუცია უნდა მივიღოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

როგორც ცნობილია, ტატუნაშვილის საქმეზე ერთიანი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 492
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია