დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ჯანგირაშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა, რომ გახდეს ჩვეულებრივი კომერციული ტელევიზია
ავტორი:
2017/ნოემბერი/15 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/jangirashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463035-nino-jangirashvili-sazogadoebriv-mautsyebels-unda-rom-gakhdes-chveulebrivi-komerciuli-televizia.html", "headline": "ნინო ჯანგირაშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა, რომ გახდეს ჩვეულებრივი კომერციული ტელევიზია ", "datePublished": "2017-11-15 05:10:14", "dateModified": "2017-11-15 05:10:14", "description": "საზოგადოებრივი მაუწყებელს უნდა, რომ გახდეს ჩვეულებრივი კომერციული ტელევიზია, ოღონდ საჩუქრად ბიუჯეტიდ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/jangirashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საზოგადოებრივი მაუწყებელს უნდა, რომ გახდეს ჩვეულებრივი კომერციული ტელევიზია, ოღონდ საჩუქრად ბიუჯეტიდან 50-მილიონი ლარი მიიღოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია “კავკასიის“ ხელმღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა კანონში დაგეგმილი ცვლილებების საკომიტეტო განხილვისას განაცხადა.

მისი შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებებით სარეკლამო ბაზარზე არასწორი წესები შემოდის. “ეს წარმოუდგენელია არა მხოლოდ ზოგადად, არამედ კომერციულ ტელევიზიებთან მიმართებაში, რომელთაც თითოეული თეთრის შოვნაზე დიდი შრომა უწევთ. როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი იმით სპეკულირებს, რომ მისი იდეა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას უნდა შემოვევლოთ ყველა, აქვე ვიტყვი, რომ დამოუკიდებელი მედიის ფინანსური მდგრადობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ამას საფრხეს უქმნის, პარლამენტმა არ უნდა გაიზიაროს“, - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა 12 წუთს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტიული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა).

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს შენიშვნების გათვალისწინების პირობით დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დებატების ფონზე წარიმართა, რომელშიც კომიტეტის წევრებთან ერთად, “საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია