დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო ქაცარავა კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
ავტორი:
2018/მარტი/19 17:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/qacarava_240b5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483798-sofio-qacarava-kviprosis-tsarmomadgeneltha-palatis-thavmjdomares-shekhvda.html", "headline": "სოფიო ქაცარავა კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა", "datePublished": "2018-03-19 13:23:52", "dateModified": "2018-03-19 13:23:52", "description": "საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილთან და ზვიად კვაჭანტირაძ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/qacarava_240b5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილთან და ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად, კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს დემეტრის სილურისს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ხალხთა შორის კავშირების გამყარებას, ასევე, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და ამ მიმართულებით პარლამენტის როლს.

”მივესალმები ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივას. განვიხილეთ პრაქტიკული და კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობის ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროკავშირში ინტეგრაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში გამოცდილების გაზიარება“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრის სილურისი საქართველოს 19-21 მარტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
სტუმარმა პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე, შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია