დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბექა ოდიშარია - ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გახშირდა
ავტორი:
2018/ივნისი/16 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/odisharia2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498902-beqa-odisharia-bolo-periodshi-radikaluri-opoziciuri-politikuri-partiebis-tsarmomadgeneltha-mkhridan-sheuferebeli-da-sheurackhmyofeli-gamonathqvamebi-gakhshirda.html", "headline": " ბექა ოდიშარია - ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან შე...", "datePublished": "2018-06-16 10:26:03", "dateModified": "2018-06-16 10:26:03", "description": "ბოლო პერიოდში (ვფიქრობ ხელოვნურად) ორკესტრირებულად გახშირდა რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/odisharia2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ბოლო პერიოდში (ვფიქრობ ხელოვნურად) ორკესტრირებულად გახშირდა რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან კონკრეტული ადამიანების მიმართ, ქართული საზოგადოებისა და მენტალობისათვის მიუღებელი, შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც ბუნებრივია, თავისი არსით პროვოკაციაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. მისივე თქმით, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ამ განცხადებებში პოლიტიკოსების ოჯახის წევრების მიმართ ცილისწამების ტირაჟირება.

„კიდევ უფრო შემაშფოთებელი და ამაზრზენია ამ განცხადებებში პოლიტიკოსების შვილების, ოჯახის წევრის ირიბი თუ პირდაპირი ლანძღვა და მათ მიმართ ცილისმწამებლური თუ სხვა იაფფასიანი ტყუილების ტირაჟირება. ეს ყველაფერი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მოზარდებს შორის აგრესიული დაპირისპირებების კასკადმა და გამომდინარე ტრაგიკულმა შედეგებმა, და ამ მოვლენით საზოგადოების შეშფოთებამ სამართლიანად გადააჭარბა სხვა ნებისმიერ სოციალურ პრობლემას.

მე მინდა კითხვა დავუსვა ამ პასკვილური განცხადებების ავტორებს, არიან კი ისინი მზად აიღონ პასუხისმგებლობა იმ შესაძლო სავალალო შედეგებზე , რაც შეიძლება მოჰყვეს თუნდაც თანატოლების მიერ ზემოდხსენებული ახალგაზრდა ადამიანების, პოლიტიკოსების შვილების, ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ აგრესიულ ქმედებებს?! პატივცემულო ოპონენტებო, პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ყველაფრის კადრება არ შეიძლება! გვახსოვდეს, რომ არსებობს ამ ქვეყნად გაცილებით მეტი ღირებულებები, მიზნები და ამოცანები, ვიდრე სურვილი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა!",- აცხადებს ოდიშარია.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია