დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რევაზ არველაძე - თუ ასე გაგრძელდა, მოკლე ხანში დიდი ენერგეტიკული კრიზისი გველოდება და ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი დადგება
ავტორი:
2018/ივლისი/13 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1IANV-2017/arveladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503273-revaz-arveladze-thu-ase-gagrdzelda-mokle-khanshi-didi-energetikuli-krizisi-gvelodeba-da-atomuri-eleqtrosadguris-msheneblobis-sakithkhi-dadgeba.html", "headline": "რევაზ არველაძე - თუ ასე გაგრძელდა, მოკლე ხანში დიდი ენერგეტიკული კრიზისი გველოდება და ატომური ელექტრ...", "datePublished": "2018-07-13 07:31:47", "dateModified": "2018-07-13 07:31:47", "description": "თუ ასე გაგრძელდა, მოკლე ხანში დიდი ენერგეტიკული კრიზისი გველოდება და ატომური ელექტროსადგურის მშენებლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1IANV-2017/arveladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ ასე გაგრძელდა, მოკლე ხანში დიდი ენერგეტიკული კრიზისი გველოდება და ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი დადგება, - ამის შესახებ პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რევაზ არველაძემ განაცხადა.

დეპუტატი ენერგეტიკული მიმართულებით ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი ქობულიას ხედვებით დაინტერესდა.

არველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების წინააღმდეგი იყო.

„საქართველოში თანდათან უარესდება ენერგეტიკული მიმართულებით მდგომარეობა. მთელს მსოფლიოში ენერგეტიკა პირველ პრიორიტეტად ითვლება, მათ შორის, იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ამ მიმართულებით მაღალგანვითარებული ქვეყნები არიან. აქედან გამომდინარე, მე პარლამენტში ექვს პრიორიტეტს შემოვიტანდი და სწორედ ენერგეტიკიდან დავიწყებდი, რადგან წარმოდგენილი ხუთი პრიორიტეტიდან ვერც ერთი ვერ შესრულდება, თუ შესაბამისი ენერგოუზრუნველყოფა არ იქნება. საქართველოში სწრაფი ტემპით იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. სამწუხაროდ, გენერაცია ამას ვერ მიყვება. შესაბამისად, მუდმივად ხდება იმპორტირებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ზრდა. მე წინააღმდეგი ვიყავი, რომ ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმებულიყო. ძალიან სერიოზული ძალისხმევა დაგჭირდებათ, რადგან საზოგადოების გაუთვითცნობიერებელი ნაწილის მხრიდან მუდმივად ხდება იმის მოთხოვნა, რომ შეწყდეს ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისება საქართველოში. თუ ეს ასე გაგრძელდა და ამას ავყევით, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მოკლე ხანში დიდი ენერგეტიკული კრიზისი გველოდება, რაც არა მხოლოდ ენერგეტიკის, არამედ ქვეყნის კრიზისი იქნება. დადგება საკითხი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისა, რასაც მე ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი“, - განაცხადა რევაზ არველაძემ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი ქობულიას მისამართით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 476
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია