დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება
ავტორი:
2014/ივნისი/12 13:30:03
"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება.
ასოციაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულია ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად და საარჩევნო პროცესს ქუთაისის, წყალტუბოს, ზესტაფონის, ხონისა და ტყიბულის საარჩევნო ოლქებში დააკვირდება.
ამასთან, "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" ამომრჩევლებს მიმართავს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და საარჩევნო პროცესების ყველა მხარეს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.
"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" იმედს გამოთქვამს, რომ 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაივლის და საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია