დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი - ჩვენ თანდათან გადავალთ საელჩოების შეძენის პროცედურაზე
ავტორი:
2014/თებერვალი/17 13:00:03
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, გასული კვირის სასიხარულო მოვლენა იყო ის, რომ საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საელჩოს შენობა შეიძინა.
როგორც დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალიან ბევრი ქართველი დიპლომატის ოცნება ახდა, რომ ქვეყანას ჰქონოდა საელჩოს საკუთარი შენობა ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანაში და სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორიცააა ამერიკის შეერთებული შტატები.
"ეს შესყიდვა განხორციელდა ყველა საერთაშორისოდ მიღებული ნორმების დაცვით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. ჩართული იყო საერთაშორისო აუდიტორული კომპანია. შესწავლილი იქნა ადგილობრივი ბაზარი და 2014 წლის 14 თებერვალს ეს პროცედურა საბოლოოდ დასრულდა", -განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, ეს არის იმის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ახალი ხელისუფლება მოწადინებულია ბიუჯეტის სახსრები იყოს ეფექტიანად დახარჯული.
"იცით თქვენ, რომ იჯარით ყოველთვიურად გადახდილი თანხა არაფექტურია და ამიტომ, ჩვენ თანდათან გადავალთ საელჩოების შეძენის პროცედურაზე და, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში, იმისდა მიხედვით, რა შესაძლებლობას მოგვცემს ბიუჯეტი. შევეცდებით, რომ ყოველწლიურად, თანდათანობით მნიშვნელოვან ქვეყნებში საქართველომ შეიძინოს უძრავი ქონება",-განაცხადა ზალკალიანმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1132
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია