დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იაპონიის ვაჭრობის ასოციაცია "როტობო" საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა
ავტორი:
2014/ივნისი/04 19:00:02
იაპონიის ვაჭრობის ასოციაცია "როტობო" საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა. ორგანიზაცია, რომელიც 200-მდე კომპანიას აერთიანებს, საქართველოში ენერგეტიკისა და წარმოების სფეროებს ეცნობა.
იაპონური ბიზნესკომპანიების დელეგაცია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. მთავრობის მეთაური სტუმრებს ქვეყანაში არსებულ თავისუფალ ბიზნესგარემოსა და საქართველოს ხელსაყრელ მდებარეობაზე ესაუბრა.
პრემიერის განმარტებით, მთავრობა მიესალმება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რაც ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. დელეგაციაში, რომელსაც "როტობოს" პრეზიდენტი ტაკაში ნისიოკა ხელმძღვანელობს, ასევე არიან კორპორაცია Sojitz-ის მმართველი დირექტორი ტოშიჰიკო კიტა, კორპორაცია Itochu-ს გენერალური მენეჯერი კენგო კიმურა, კომპანია Kawasaki -ის მენეჯერის თანაშემწე მოტოკო დაიმონი, ეკონომიკის, ვაჭრობისა და მეწარმეობის მინისტრი ერინა ენომოტო, Toyota Motor Corporation-ის პროექტის გენერალური მენეჯერი ტომოაკი ნიშიტანი, კორპორაცია Maruben-ის კორპორატიული მრჩეველი ვათარუ იოშიდა, Mitsubishi Motors Corporation -ის გენერალური მენეჯერი ტოსინაგა კატო, Mitsubishi მძიმე მრეწველობის მრჩეველი ჰიროაკი ოჰუჩი,Mitsubishi მძიმე მრეწველობის , გარემოსა და ქიმიური ინჟინერიის კორპორაციის რუსეთისა და CIS -ის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ტოშიკაზუ არაი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია