დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თენგიზ ფხალაძე - ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილებები აღმაშფოთებელია
ავტორი:
2018/თებერვალი/06 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/fxaladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476720-thengiz-fkhaladze-okupirebul-afkhazeththan-ets-khelshekrulebis-ratifikaciasthan-dakavshirebith-rusethis-gadatsyvetilebebi-aghmashfothebelia.html", "headline": "თენგიზ ფხალაძე - ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწ...", "datePublished": "2018-02-06 08:39:31", "dateModified": "2018-02-06 08:39:31", "description": "ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. მორიგი ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილებებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/fxaladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. მორიგი ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილებები უკიდურესად აღმაშფოთებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს უფრო აქტიური, უფრო ძლიერი, იმისთვის რომ მომავალში მსგავსი ნაბიჯები აღარ გადაიდგას.

”უკიდურესად აღმაშფოთებელია გუშინდელი გადაწყვეტილებები ოკუპირებულ რეგიონთან ე.წ. მორიგი ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებელ ტერიტორიაზე მცხოვრებებს არ აქვთ საშუალება გადმოკვეთონ საოკუპაციო ზოლი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ელემენტარული დახმარება მიიღოს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ე.წ. შეიარაღებული ძალების შესვლა რუსეთის შეიარაღებული შემადგენლობაში. ეს არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს უსაფრთხოების ისედაც სუსტ გარემოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ორივე ნაბიჯი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს უფრო აქტიური, უფრო ძლიერი, იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ნაბიჯები აღარ გადაიდგას”, - განაცხადა ფხალაძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა „ცალკეული ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ჩართვის წესის შესახებ“.

შეთანხმება ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის მოსკოვში 2017 წლის 31 მარტს გაფორმდა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების რატიფიცირება დაგმო.

ასევე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს - აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა, რომელიც აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის ცალკეული კატეგორიის მოქალაქეების მედიკამენტებითა და სამედიცინო ნაწარმით უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

შეთანხმება 2017 წლის 22 ივნისს მოსკოვში გაფორმდა. დოკუმენტი მიმართულია რუსეთის მოქალაქეთა უფლებების უზრუნველსაყოფად, რომლებიც აფხაზეთში მუდმივად ცხოვრობენ და ამბულატორიული მკურნალობისას რეცეპტით მედიკამენტებისა და სამედიცინო ნაწარმის მიწოდების უფლება აქვთ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 556
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია