დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის საკითხს გამოეხმაურა
ავტორი:
2014/ივნისი/25 01:00:02
ვთვლი, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე განსაკუთებული ისტერიული ფონის შექმნა სწორი არ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი გეგმავს, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი რეფერენდუმზე გაიტანოს.
"ვთვლი, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე განსაკუთებული ისტერიული ფონის შექმნა არ იქნება სწორი. ჩვენ თვითონ არ უნდა მივანიჭოთ რამე მოვლენას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეს დატვირთვა, ეს იქნება არჩევნებად წოდებული, რეფერენდუმად წოდებული ან რაიმე სხვა ტერმინად წოდებული მოვლენა. იმიტომ, რომ თუ სახლში შეიჭრებიან მოძალადენი და მერე სხვის სახლში შეჭრილნი იქ რაღაც თათბირს გამართავენ იმის თაობაზე, ხვალ რა ვქნათ, ეს არანაირ ლეგიტიმაციას არ სძენს იმას, რა მოითათბირეს მათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გვაინტერსებდეს, იქ რა ხდება. ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი, უნდა მივიღოთ ადეკვატური ზომები",-განაცხადა უსუფაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 971
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია