დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"მიხეილ სააკაშვილი „პროფესიონალი“ რევოლუციონერი" 
ავტორი:
2013/დეკემბერი/28 23:30:57

მიხეილ სააკაშვილი „პროფესიონალი“ რევოლუციონერი, - ასეთია სტატიის სათაური.

"საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მის ქვეყანაში ლიბერალური რეფორმები გაატარა და რამდენადაც შესაძლებელი იყო კრემლის ზეწოლას გაუძლო. დღესდღეობით კი, მისი პოპულარობა ყოფილი საბჭოთა კავშირის რეფორმატორ სახელმწიფოებში, რომლებსაც მოუწოდებენ შეუერთდნენ რუსეთის სამწყსოს, იზრდება.

სააკაშვილი როკ-ვარსკვლავივით მივიდა მაიდანზე, სადაც პროევროპული ოპოზიცია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ გამოსვლებს მართავს. უკრაინელი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მან ევროპელი დეპუტატებიც კი დაჩრდილა. წარმატებული ვარდების რევოლუციისა და ორი წაგებული არჩევნების შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი კავკასიური ჟინი მის ერთ-ერთ უკრაინელ ძმას გაუზიარა, რომელიც ასევე აღმოჩნდა რუსი კაციჭამიის ყბის ხაფანგში.

შეძახილებით “მიშა”, ტაშით შეგებებულს, პიროვნებას რომელმაც მისი ხალხი ლიბერალური რეფორმების მიმართულებით წაიყვანა და მაქსიმალურად გაუძლო კრემლის ზეწოლას, ამჯერად, საკუთარ თავი უკრაინის ახალი რევოლუციის სიმბოლოდ წარმოუდგენია. „ევროპის გული აქ ძგერს, თქვენ ახორციელებთ ევროპულ პროექტს“, იმეორებდა ის მაიდანზე, სახეზე ფართო ღიმილით. ხალხში გაისმა მოწოდებები, რომ მან უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებშიც კი უნდა მიიღოს მონაწილეობა. სააკაშვილმა, უკრაინული ენა კიევში განათლების მიღებისას, საბჭოთა კავშირის პერიოდში ისწავლა. "მიშა იმიტომ დამარცხდა პუტინთან, რომ, საქართველო ძალიან პატარა საერთაშორისო მოთამაშეა, მაგრამ ქუჩებში, ღია ცის ქვეშ, მიშა ყოველთვის იმარჯვებს. ის მასების ადამიანია", ამბობს მასზე ერთერთი მისი ახლობელი. ქარიზმატული, მკვეთრი, რომელსაც ამოძრავებს შეუდრეკელი რწმენა.

დასავლეთის ყოფილი საყვარელი ლიდერი, ჰილარი კლინტონის მეგობარი, რომელსაც ზოგიერთები განდიდების მანიით შეპრყობასა და ავტორიტარულობას საყვედურობენ, მხოლოდ კიევის დამოუკიდებლობის მოედნით არ შემოიფარგლა. შემოდგომის შემდეგ ის მოედო პოსტ-საბჭოთა ქვეყნების რეფორმატორების წრეებს, რომლებსაც პუტინის განკარგულებით მითითებული აქვთ დაუბრუნდნენ საბჭოთა ტრადიციებს. კიევის შემდეგ მიშამ, მღელვარება გამოიწვია კიშინიოვში, მოლდოვეთის დედაქალაქში, ქვეყანაში რომელიც იმავე რეგიონს ეკუთვნის რომელსაც საქართველო და უძლებს პუტინის ზეწოლას. სექტემბერში, მისი გამოსვლით გაეროში, ჯერ კიდევ პრეზიდენტის რანგში, მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პრო-დასავლური მიმართულების კავკასიელებზე.

იგი მართებულად აცხადებდა რუსეთის პროგრამული მარცხისა და ხალხის პროტესტის მუხტის გაზრდის შესახებ. „რამდენიმე წელში ვლადიმერ პუტინი წავა კრემლიდან და გაქრება რუსული პოლიტიკიდან“, იწინასწარმეტყველა მიხეილ სააკაშვილმა, რა დროსაც რუსეთის დელეგაციამ დარბაზი დატოვა. ნიუ-იორკის მიმართვა სწრაფად გავრცელდა. მიღებულ იქნა ათასობით შეტყობინება სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ჩეჩნეთიდან.

გადასახლება ნიუ-იორკში

მიხეილ სააკაშვილისთვის მაიდნის აჯანყება ძალიან დროულია. საკუთარი დემოკრატიულობისთვის რეგიონალური სტატუსის მიცემის შანსი - მან წინააღმდეგობის გარეშე აღიარა არჩევნებში დამარცხება, რაც უიშვიათესია ამ რეგიონისათვის. გამოწვევა შესაბამისობაშია მის ენერგიასთან და ხედვასთან. ის ხედავს განვითარებას აღმოსავლეთ ევროპაში, მაშინ, როდესაც ფერადი რევოლუციების ტალღა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებში საკმაოდ შესუსტდა. ევროპული ღირებულებების პარტიზანები განიცდიან ლიდერების, პოლიტიკური მხარდაჭერის, ფულისა და მონდომების ნაკლებობას. მაშინ, როდესაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ნაკლებად არის დაინტერესებული მსოფლიოს ამ ნაწილით, საქართველოდან განდევნილი სააკაშვილი, არ მიდის რისკზე ჩაჯდეს თბილისის ციხეში და მიფრინავს ნიუ-იორკში. მისი ისტორია წააგავს იულია ტიმოშენკოსას, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ფლაგმანს, უკრაინის ყოფილ პრემიერ მინისტრის. სააკაშვილი საკმაოდ ახალგაზრდაა იმისათვის რომ საქმიანობას შეეშვას.

მისი ოპონენტის გამარჯვების შემდეგ, მან აღიარა მისი ორი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში დაშვებული შეცდომები. „ჩვენ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ“, ზოგიერთი მათგანი ძვირად დაგვიჯდა, „მოკლე გზები ავირჩიეთ და შეცდომებიც დავუშვით“, აღიარა მან. ასევე თანხმდება, რომ ზოგჯერ „ძალიან სწრაფად“ მიდიოდა, სხვა დროს კი „არასაკმარისად სიღრმისეულად“, ზედმეტად „რადიკალური“ მეთოდებით.
მაგრამ, ფუნდამენტურად, ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ 36 წლის იყო, როდესაც პატარა კავკასიური რესპუბლიკის სადავეები აიღო ხელში, დარწმუნებულია, რომ "მენტალური რევოლუციის" წყალობით და ქვეყნის მოდერნიზებით საქართველო მსოფლიო რუკაზე დააბრუნა. "სამი კვირის წინ, როცა უკრაინამ უარი თქვა აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ვილნიუსში, სააკაშვილის იდეები პუტინის გამარჯვებამ დაასამარა. დღეს, ისინი, ვინც მას უდარდელ რომანტიკოსად მიიჩნევდნენ, აცნობიერებენ, რომ ის მართალი იყო", აანალიზებს მისი ერთ-ერთ ახლო მოკავშირე. ევროპული იდეალების ტრიუმფს მაიდანზე, როგორ იგი აცხადებს, შეიძლება გრანდიოზული შედეგი მოჰყვეს მთელი რეგიონისთვის და საშუალო დროში შეიძლება ვლადიმერ პუტინის დასასრულიც გამოიწვიოს. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ ჰორიზონტისთვის. ისტორიაში ჩაიწერება, რომ რუსეთის იმპერია ევრომაიდანზე დაემხო“.

ჩვენ ჯერ არ ვართ ახლოს ამ შედეგთან. 2013 წელს ვლადიმერ პუტინმა და სერგეი ლავროვმა რამდენჯერმე დაამტკიცეს, განსაკუთრებით სირიისა და ირანის საკითხებთან მიმართებაში, თუ რამდენად ეფექტური და შეხმატკბილებულია მათი დუეტი, როცა დასავლეთის სისუსტეს იჩენს. კიევში პროტესტის დაწყებიდან კი თავისუფალი მსოფლიო ლიდერები თავშეკავებულები რჩებიან, ძალიან თავშეკავებულები", - აღნიშნულია სტატიაში.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია