დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"პატრიოტთა ალიანსმა" თბილისის მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი დაასახელა
ავტორი:
2014/მაისი/08 17:30:02
"პატრიოტთა ალიანსმა" თბილისის მერობის კანდიდატად, ირმა ინაშვილი დაასახელა. ინაშვილი ალიანსმა დღეს წარადგინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ირმა ინაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში თბილისელებისთვის რეალურად მოგვარდება ის პრობლემები, რომლებსაც სხვა პოლიტიკური ძალები პირდებოდნენ და ატყუებდნენ. ინაშვილის სლოგანია - "თბილისო შენთვის გამოიდარებს".
"თბილისელებს უამრავ რამეს პირდებოდნენ, თუმცა არ შესრულდა. კი ბატონო, გაკეთდა გზები, შადრევნები, მაგრამ ამ გზებზე ცოცხალი ადამიანები დადიან, რომლებზეც არ ფიქრობდნენ. სიღარიბის ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ჩვენ დავამარცხებთ მას. უსახლკარო ადამიანებისთვის მუნიციპალური ბინათმშენებლობის უპრეცედენტო პროექტით დავეხმარებით. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის და სტიმულირებისთვის შეიქმნება ფონდი, რომელიც მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს და ბიუჯეტიდან დაეხმარება კიდეც. ასევე გვაქვს იდეები განათლებისა და სხვადასხვა სფეროების გაუმჯობესებისთვის", - განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, მის მიზანს ამ არჩევნებში გამარჯვება წარმოადგენს.
"მე მოვახერხებ ყველა იმ კანდიდატისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევას, რომლებიც ახლა არიან. მე მათგან განსხვავებით სიმართლეს ხმამაღლა ვილაპარაკებ", - აღნიშნა ინაშვილმა.
მისივე თქმით, დაინგრევა ის მანკიერი სისტემა, რომელიც ყველა ახალ პოლიტიკურ პარტიას ახრჩობს.
"ჩემი წარდგენით დაინგრევა ის მანკიერი სისტემა, რომელიც ახრჩობს ყველა ახალ პოლიტიკურ ძალას", - აღნიშნა ინაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია