დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კიევმა ყირიმს მძევლების გასათავისუფლებლად სამსაათიანი ვადა მისცა
ავტორი:
2014/მარტი/19 22:30:03
უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და რადას თავმჯდომარე ალექსანდრ ტურჩინოვმა ყირიმის ხელისუფლებას სამსაათიანი ვადა მისცა ყველა მძევლის გასათავისუფლებლად და ნახევარკუნძულზე პროვოკაციების შესაწყვეტად, - ამის შესახებ "უნიანი" იუწყება.
სააგენტოს ცნობით, დღეს სევასტოპოლში უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების სარდალი სერგეი გაიდუკი დააკავეს. "ეს ყირიმში სამხედრო და სამოქალაქო პირების დაკავების პირველი ფაქტი არ არის", – აღნიშნა ტურჩინოვმა, რომელმაც დასძინა, რომ პირველი ვიცეპრემიერის ვიტალი იარემას მეთაურობით, სამუშაო ჯგუფი ყირიმში გაემგზავრა ყველა პრობლემური საკითხის გადასაჭრელად, მაგრამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ მათ თვითმფრინავს დაჯდომის საშუალება არ მისცა.
"რუსი სამხედროები ცინიკურად აცხადებენ უარს მოლაპარაკებებსა და მძევლების გათავისუფლებაზე", – განაცხადა ტურჩინოვმა. მისივე თქმით, თუ ადგილობრივი დროით 21:00 საათამდე არ შეწყდება პროვოკაციები და მძევლები არ გათავისუფლდებიან, ადეკვატური ზომები იქნება მიღებული, მათ შორის ტექნიკური და ტექნოლოგიური ხასიათის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია