დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ნაციონალური მოძრაობა“ 35-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წილისყრის პროცედურის დარღვევაში ადანაშაულებს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/21 07:30:01
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/nacebi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458811-nacionaluri-modzraoba-35-e-saubno-saarchevno-komisiis-thavmjdomares-tsilisyris-proceduris-darghvevashi-adanashaulebs.html", "headline": " „ნაციონალური მოძრაობა“ 35-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წილისყრის პროცედურის დარღვევაში ...", "datePublished": "2017-10-21 03:27:57", "dateModified": "2017-10-21 03:27:57", "description": "„ნაციონალური მოძრაობა“ საბურთალოს მე-3 ოლქში, 35-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხათუნა იაკო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/nacebi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ნაციონალური მოძრაობა“ საბურთალოს მე-3 ოლქში, 35-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხათუნა იაკობაშვილს საარჩევნო კოდექსის უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, კერძოდ, მან წილისყრის პროცედურა, რომელიც საარჩევნო კოდექსით მკაცრადაა განსაზღვრული და ტარდება მხოლოდ არჩევნების დღეს, 07:00-დან 08:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ჩაატარა წინასწარ, 20 ოქტომბერს 17:55 საათზე.

„35-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ყოველგვარი ოფიციალური პროცედურების გარეშე წილისყრის პროცედურის გვერდის ავლით, კომისიის წევრებს ერთპიროვნულად, უკანონოდ განუსაზღვრა ფუნქცია მოვალეობები, რითაც უხეშად დაარღვია საარჩევნო კოდექსის 61-62 მუხლი. საბურთალოს მე-3 ოლქში, 35-ე უბანში არჩევნები უკვე გაყალბდა“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 669
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია