დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თბილისის მერიაში ინციდენტი მოხდა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/08 11:00:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას ინფორმაციით, თბილისის მერიის ფოიეში სუს-ის თანამშრომლები იმყოფებიან. ნიკა მელიამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა , რაც ფოიეში მყოფმა უცნობმა მამაკაცმა მერიასთან შეკრებილი ხალხის ჯგუფი გაარღვია და შარტავას გამზირისკენ  გაიქცა. ამ ინციდენტის დროს ერთი ქალბატონი წაიქცა. მელიას თქმით, მამაკაცი სუს-ის თანამშრომელია, იგი იცნო და მიესალმა, რის შემდეგაც იგი დიდი სისწრაფით გაიქცა.
"ვიცანი და მივესალმე სუს-ის თანამშრომელს. მისალმება დასრულებული არ მქონდა, სრულიად მოულოდნელად, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ის ფოიეში იყო და ხელმძღვანელის დავალების მიხედვით მოქმედებდა. სამწუხაროა, რომ მერიის ფოიე სუს-ის თანამშრომლებით არის გატენილი", - აღნიშნა ნიკა მელიამ.
ამასთან, ადგილზე იმყოფება ქალაქის უბნის ინსპექტორის სამმართველოს უფროსი ელგუჯა ჯღარკავა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია