დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობისთვის" "5"-იანის მინიჭების საკითხზე საქალაქო სასამართლოში სხდომა ხვალისთვის გადაიდო
ავტორი:
2014/მაისი/07 20:30:02
"ნაციონალური მოძრაობისთვის" საარჩევნო ნომერი "5"-ის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში სხდომა ხვალისთვის გადაიდო. მოსამართლემ ცესკოს წარმომადგენლებს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა სხვა საარჩევნო ბლოკების დარეგისტრირება.
სასამართლო პროცესზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ორი შუამდგომლობა დააყენა: ბათილად იქნეს ცნობილი ცესკოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული განკარგულება, რომლითაც "ნაციონალურ მოძრაობას" "5"-იანის მინიჭების საკითხზე ნაწილობრივ უარი ეთქვა და დაევალოს ცესკოს თავმჯდომარეს, მიანიჭოს "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებზე სიითი ნომერი "5".
თავის მხრივ, ცესკოს წარმომადგენელმა კახა ნარეკლიშვილმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ცესკოს დღეის მდგომარეობით არც ერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, დავის საგანი არ არსებობს. ცესკოს აღნიშნულ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების დამცველი ივანე პეტრიაშვილი არ დაეთანხმა.
პროცესი ხვალ, 11.30 საათზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიდან განახლდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1097
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია